"ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის" - აქტივობა ამ სახელწოდებით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა და მასში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩაერთნენ.
მოზარდებმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში.
მოეწყო ხატვის კონკურსი. დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.