უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 120-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

21 მარტი 2023, 10:30 632 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 120-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში მტერმა 21 საჰაერო და 9 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ სლავიანსკში. 

უწყების ცნობით, ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შტურმს არ წყვეტენ.

„გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევის მცდელობები იყო. ამისათვის, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. უკრაინელმა დამცველებმა, აღნიშნული მიმართულებებით, ოკუპანტების 120-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 57-ჯერ გახსნეს.

რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ტერიტორიებზე 12 დარტყმა განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი