ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის მომიტინგეებისა და დისიდენტების სისტემატური რეპრესიები, შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს გაუთანაბრდეს - ნათქვამია ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის ანგარიშში.
დოკუმენტი მოიცავს 2020 წლის მაისიდან 2022 წლის ბოლომდე პერიოდს - ასევე 2020 წლის 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგად ალექსანდრე ლუკაშენკო მეექვსე ვადით აირჩიეს, რასაც დემონსტრანტებისა და კრიტიკოსების სასტიკი დარბევა მოჰყვა.
დარღვევათა შორის დასახელებულია უშიშროების სამსახურების მიერ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენება, წამება, თვითნებური დაპატიმრებები და დაუსჯელობა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ძალადობა იმ ადამიანების წინაარმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, ძალადობისა და რეპრესიების კამპანიის ნაწილი“ იყო.