ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს

19 მარტი 2023, 15:54 772 ნახვა

ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი განუცხადეს და ის მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს - ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის გამარჯვებული აშშ-ში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. სულ მცირე 10 აპრილამდე  კი აშშ ქვეყანაში შესვლის ყველა მსურველისგან ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთებს ითხოვს.

ამავე მიზეზით ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს კიდევ ერთი ამერიკული მასტერსი „ინდიან უელსის“ გამოტოვა.

მაიამის 1000 ქულიანი მასტერსი 22 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში