მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის პასუხებით უნდა დადგინდეს

18 მარტი 2023, 12:01 627 ნახვა

12 წლის  გოგონას  გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის პასუხების შემდეგ უნდა დადგინდეს. ლაბორატორიული კვლევებისთვის  შესაბამისი ნიმუშები აღებულია.

ექსპერტიზის პასუხები პირველ რიგში გამოძიებას ეცნობება. განახლებულ ინფორმაციას  ოჯახი სწორედ საგამოძიებო უწყებისგან ელოდება. ცხედარი სახლში გუშინ გადაასვენეს.

შეგახსენებთ, თბილისში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ასფიქსიასაც ასახელებენ.  

არსებული ინფორმაციით არასრულწლოვანი დიღომში სკვერში სეირნობდა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს და მოგვიანებით სახლიდან 200 მეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი