საპროტესტო აქცია ქობულეთში. გელაურში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობა მდინარე კინტრიშში ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებს და სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ირწმუნებიან, რომ კომპანია სამუშაოებს დარღვევებით აწარმოებს, რის გამოც მათივე ინფორმაციით, მდინარის სანაპიროზე საფრთხის შემცველი პროცესებია დაწყებული. რას ამბობს კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს და როგორია მერიის პოზიცია.