ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დაიწყო

17 მარტი 2023, 18:49 523 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება აზერბაიჯანელი ბრალდებულების, მსჯავრდებულებისთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 17-20-21 მარტის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

უწყების განცახდებით სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში