ჯანდაცვის პროგრამები

08 თებერვალი 2017, 00:00 2352 ნახვა

წელს ჯანდაცვის პროგრამებზე   აჭარაში 11 მილიონ 829 ათასი ლარი დაიხარჯება. სულ სამინისტრო  25 პროგრამის განხორციელებას გეგმავს, რომელთა  დაფინანსება წელს 300 ათასი ლარით გაიზარდა.  დაფინანსდება ის სფეროები, რომლებზეც  კვლევების მიხედვით მოთხოვნები იყო. სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების გეგმიურ ოპერაციებს 30 პროცენტს დაამატებს და სრულად შეავსებს საყოველთაო ჯანდაცვით გამოყოფილ 70 პროცენტიან დაფინანსებას. ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის 5 პაციენტი, თითოეული 10 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება. სიახლეებია სოციალურად დაუცველთა  პროგრამებშიც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი