სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა

14 მარტი 2023, 22:02 583 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

შეხვედრას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ესტონეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, ალარ კარისმა დაადასტურა საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა, გზისა, რომელიც ისტორიულად ქართველმა ხალხმა აირჩია“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაც.

„ქართველმა ხალხმა აირია საკუთარი გზა და ის ევროპისკენ მიდის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. სატელეფონო საუბარში საქართველოს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა 12 პრიორიტეტულ რეფორმაზე, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა“, – ნათქვამია ესტონეთის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შესახებ წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც.

„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად. დავარწმუნეთ ის, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევას. ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს აუცილებელი რეფორმების გზაზე“, – წერს გიტანას ნაუსედა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი