მოახლოებულ ცხელ ამინდებთან და გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ''ნაციონალურ მოძრაობაში'' მომატებულ ტემპერატურას - ბრძოლითა და მასშტაბური აქციების დაანონსებით გამოხატავს, რომლის მიზანიც მისივე განცხადებით, მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა იქნება.
ამ განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში პროვოკაციად აფასებენ. მსგავსი შინაარსის გამოხმაურებები აქვთ ''ქართულ ოცნებაშიც'', სადაც მერაბიშვილის განცხადებას ანტიქართული უწოდეს.
„უკრინფორმის“ მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების გზებზეც ისაუბრა.