მერაბ დვალიშვილმა ისტორიული ბრძოლა მოიგო და რუსი პიოტრ იანი დაამარცხა

12 მარტი 2023, 09:19 869 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ლას ვეგასში, UFC 221-ზე კარიერაში ყველაზე მნიშვენლოვანი ბრძოლა მოიგო.

32 წლის დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში რუსი პიოტრ იანი  დიდი უპირატესობით დაამარცხა.

სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, ხუთივე რაუნდი  ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.

მერაბმა უკვე  ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო, კარიერაში კი 16 მოგება და 4 წაგება აქვს. ამ ბრძოლაში ქართველმა იანის პარტერში გადაყვანა 49-ჯერ სცადა, რაც ორგანიზაციის ახალი რეკორდია, რომელიც აქამდე 33 იყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი