ფრანკოფონია 2023 სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება საქართველოში. ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი დიპლომატები, საფრანგეთის ელჩი და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.
ფრანკოფონიის ღონისძიებების ოფიციალური გახსნის ფარგლებში საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაც ჩატარდა.
ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი კახაბერ ფარცვანია გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გამარჯვებული პედაგოგი ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის.