უკრაინის კრიზისი სავარაუდოდ უხილავი ხელით იმართება, რომელიც კონფლიქტს გარკვეული გეოპოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად იყენებს- განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
პეკინში საპარლამენტო შეხვედრის ფარგლებში გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია გაიმეორა პეკინსა და ევროკავშირს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, რომელმაც ჩინეთის, როგორც მედიატორის გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენა, როცა უარი თქვა ამ კონფლიქტში რუსეთის აგრესორად დასახელებაზე.
ჩინის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, აშშ-ის ოფიციალური პირების ხმამაღალი განცხადებები და მუქარები რუსეთისთვის ლეტალური დახმარების შემთხვევაში.
ჩინ განგმა პეკინის მხრიდან რუსეთისთვის შესაძლო სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვასთან გაათანაბრა.