ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" ფუტსალში "ზამთრის თასის" ჩემპიონია

06 მარტი 2023, 17:03 939 ნახვა

"ბათუმი" ქალთა შორის ფუტსალში "ზამთრის თასის" გამარჯვებულია. სადებიუტო გათამაშების ფინალში "ბათუმმა" "დინამო" სოხუმი თერთმეტმეტრიანების სერიაში 5-7 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მანამდე მატჩი ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. ტურნირი სფფ-ის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 16 ქალთა გუნდი მონაწილეობდა.

კონკრეტულად ქალთა ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კი 11 მარტს დაიწყება და ბათუმელები პირველ ტურში გასვლაზე მოქმედ ჩემპიონს "სამეგრელოს" ესტუმრებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში