უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს უკრაინის დამცველებმა ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით მტრის 170-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
გარდა ამისა გაანადგურეს რუსების კუთვნილი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. 13 დარტყმა მიაყენებს ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს. გენშტაბის ცნობით, გასული დღე- ღამის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით მტერმა იერიში 14-ჯერ მიიტანა.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ზოგიერთ პოზიციებში ცდილობს შექმნას პირობები შეტევაზე გადასასვლელად და ბოლო 24 საათში განახორციელა 45-ზე მეტი უბნის საარტილერიო დაბომბვა, მათ შორის არის ზაპოროჟიეს რეგიონი.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს უკრაინელმა სამხედროებმა 715 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.