დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები იქნება.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მხარეები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ და პოზიციებს შეაჯერებენ.
ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი ასევე განიხილავენ იმ ზომებს, რომელთა გატარებაც მოკავშირეებს შეუძლია მაშინ, თუ პეკინი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს.