რუსეთისთვის საავიაციო ტექნიკის გადაცემის ბრალდებით ამერიკის 2 მოქალაქე დააკავეს

03 მარტი 2023, 10:09 746 ნახვა
00:00
00:00

რუსეთისთვის საავიაციო ტექნიკის გადაცემისა და სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით, აშშ-ის ქალაქ კანზას-სიტიში, ამავე ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულები არიან კირილ ბუიანოვსკი და დუგლას რობერსტონი, რომლებმაც რუსეთში საავიაციო ტექნოლოგია არალეგალურად გაიტანეს და ტექნიკის სარემონტო მომსახურებაც უზრუნველყვეს. მათ ბრალად ედებათ დოკუმენტების გაყალბებაც.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბუანოვსკსა და რობერტსონს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი