საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს შეხვდა. შეხვედრაზე ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისკისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ღონისძიების მასპინძლობის შედეგად მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.