ე.წ. აგენტების კანონი - უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებები

02 მარტი 2023, 14:54 791 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები  ე.წ აგენტების კანონპროექტს ეხმაურებიან და ხელისუფლებას ანტიდასავლურ კამპანიაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ  ამ კანონით  არასამთავრობო ორგანიზაციების წნეხში მოქცევას და აგენტებად გამოცხადებას გეგმავენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აჭარაში  წლებია ამერიკისა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.  მათი თქმით, საუბარია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, ბათუმისთვის ავტობუსების შეძენა, ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა და სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოდან მთავრობას მოუწოდებენ უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე და მმართველი პარტიის წევრებს მიმართავენ,  დააფიქსირონ საკითხზე  პოზიცია. ბრიფინგზე ითქვა, რომ ოპოზიცია იწყებს კამპანიას, რათა მოსახლეობას  გააცნონ პროექტები, რომლებიც აჭარაში საერთაშორისო დაფინანსებით დაფინანსებით ხორციელდება.

ოპოზიციას ლადო მგალობლიშვილი გამოეხმაურა. ''ქართული ოცნების'' წევრი ოპონენტებს არ ეთანხმება და ამბობს,რომ ე.წ. აგენტების კანონი დასავლური გამჭირვალობის კანონია და საერთო არაფერი არ აქვს რუსულთან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი