აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის ხელისუფლებას აფრთხილებს და ამბობს, რომ ვაშინგტონი ჩინურ კომპანიებსა და კერძო პირებს შეზღუდვებს დაუწესებს, თუკი პეკინი რუსეთს უკრაინის ომში დასახმარებლად ლეტალურ იარაღს მიაწოდებს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა და პეკინს პრობლემები შეექმნება მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობებში - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ყაზახეთის დედაქალაქში, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი დიპლომატის რაგნში შუა აზიის ქვეყნებში პირველი ვიზიტით იმყოფება.
აშშ და ჩინეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პენტაგონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში მოძრავი ჩინეთის საჰაერო მზვერავი ბურთი ჩამოაგდო.