რუსეთთან ომის ერთი წლისთავზე უკრაინა დასავლეთისგან დამატებით იარაღს, უფრო კონკრეტულად კი F-16-ის ტიპის საჰაერო მოიერიშეებს ითხოვს. ამ ეტაპზე პრეზიდენტ ბაიდენისგან უკრაინას მოიერიშეების გადაცემაზე უარი აქვს. თუმცა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებელთა ნაწილი თვლის, რომ მოიერიშეები ამერიკამ უკრაინას უნდა გადასცეს.