ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება 

28 თებერვალი 2023, 14:06 468 ნახვა

უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბახმუტის რაიონში, სადაც რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავები რაკეტებს უშვებენ - ამის ამსახველ ვიდეო კადრებს  რუსეთის საინფორმაციო სააგენტო რია  აქვეყნებს.

რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის თანადამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ბახმუტის გარშემო რამდენიმე ახალი დასახლება დაიკავეს. თუმცა უკრაინის არმია  უარყოფს ამას და აცხადებს, რომ თავდასხმები გრძელდება და ასახელებს  "წარუმატებელ თავდასხმებს" დონეცკის რეგიონის ექვს დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის იაჰიდნესა და ბერხივკას მახლობლად, რომლებიც მოსკოვის მტკიცებით ანექსირებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში