პროტესტის 14 დღე - ხმაური და დაპირისპირება საირმეში

26 თებერვალი 2023, 18:01 656 ნახვა

პროტესტის 14 დღე - საირმეში გაფიცულებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონიერ ზომებს მიმართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც, მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. ისინი ხელფასების დარიცხვას და პროცესში ხელისუფლების ჩართულობას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეების გარიდება სცადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში