ტრაგედია იტალიაში

26 თებერვალი 2023, 17:33 640 ნახვა

სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა იტალიის სანაპიროსთან, მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად. გარდაცვლილებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ნავზე დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა მათგან 40-ის გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევა კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში