უსაფრთხოების ზამთრის სკოლა გრძელდება. სხვადასხვა თემაზე სალექციო კურსის გარდა, სკოლის მონაწილეები არაუსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასებას და თავის დაცვას სწავლობენ.
იღებენ პრაქტიკულ ცოდნას უცხო გარემოში ადვილად ადაპტაციის შესახებ.
სტუდენტები სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორების დახმარებით ფიზიკურ მომზადებას გადიან, რაც მოიცავს როგორც გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, ისე კრივისა და სწორი სუნთქვის გაკვეთილებს.