ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. არჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით დაკვირვებოდა.
ცესკოს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს.
საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. დროებით წევრებს სხვადასხვა წლებში საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ.