ტარიელ ნაკაიძე განმარტებას ითხოვს

23 თებერვალი 2023, 17:37 635 ნახვა

ტარიელ ნაკაიძე ითხოვს მამუკა მდინარაძემ საქართველოშ მცხოვრებ მუსლიმებს ბოდიში მოუხადოს. ასევე, პარლამენტის წევრს ძალოვანი უწყებებისგან აინტერესებს პასუხი კითხვაზე,  რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე  რადიკალურ ისლამიზმს ეძახის? დეპუტატი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება გააძლიერა. ცნობისთვის, მდინარაძემ ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმის საფრთხეზე ყურადღება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გაამახვილა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში