რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბირთვული ძალების გაძლიერებას და დაიწყებს ცირკონის ტიპის საზღვაო ბაზირების ზებგერითი რაკეტების მასიურ მიწოდებას - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სამშობლოს დამცველთა დღისადმი მიძღვნილი მიმართვისას.
აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების მოწინავე ტექნიკით აღჭურვას. ორი დღის წინ მოსკოვმა დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საპასუხოდ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა შეაჩერა.