საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი („შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისაგან ბავშვის დაცვის, სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმების გამოყენებისა და პროგრამების სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განთავსების ვალდებულებებს.