რას აპირებს ენმ ბათუმის საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში?

22 თებერვალი 2023, 15:04 774 ნახვა

ბოიკოტი უნდა შეწყდეს, ენმ კი  ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში - ეს არის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთი ნაწილის პოზიცია, თუმცა განსხვავებულია მაგალითად თავად პარტიის ხელმძღვანელის და შესაბამისად მისი ფრთის წევრების ხედვები. 

ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს ხაბეიშვილი იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

რა გზას ირჩევს პარტია რეგიონში? ქუჩის პროტესტს თუ საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოების რესურსის ათვისებას?  ენმ-ს ისევ ოპოზიცია უწუნებს სტრატეგიას და მიაჩნიათ, რომ  ბოლო პერიოდში არათანმიმდევრული პოლიტიკის მასტერკლასი აჩვენეს.

''ქართული ოცნებისთვის'' ენმ უკვე უკვე მოლეკულებად დაშლილი პარტიაა და სულერთია მათთვის დაუბრუნდებიან თუ არა საკრებულოებსა და უმაღლეს საბჭოში საქმიანობას.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი