"ლელოს" ლიდერები უკრაინაში ჩავლენ

20 თებერვალი 2023, 22:23 485 ნახვა

უკრაინული მხარის მოწვევით, 24 თებერვალს „ლელოს“ დელეგაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, უკრაინაში გაემგზავრება პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია.

პარტიის ლიდერები 3 - დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.

„ლელოს“ დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან“,- აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში