აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა

19 თებერვალი 2023, 17:19 567 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სტიქიით დაზარალებული რეგიონს მოინახულებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მევლუთ ჩავუშოღლუსთან, ვაშინგტონის სამომავლო დახმარების საკითხს განიხილავს. ისინი ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებენ.

ბლინკენს შეხვედრა აქვს დაგეგმილი თურქეთის პრეზიდენტთანაც. მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად 85 მილიონი ამერიკული დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი