თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვმა 40 640-ს მიაღწია. სტიქიის ზონაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად 80 ქვეყნიდან 11 000-ზე მეტი საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.
თურქეთის სამხრეთში, ჰატაის პროვინციაში ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევებში თითქმის 300 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მიწისძვრისგან დაზარალებული თურქეთის ათი რაიონიდან ამ დროისთვის 430 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.