აშშ-ს კონგრესმენთან შეხვედრა მიუნხენში

19 თებერვალი 2023, 11:40 543 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს ერიკ სლოველს შეხვდა. მათ  ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ხაზი გაესვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ის მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

შეფასება მიეცა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და ამ კუთხით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვან როლზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში