ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ლაჩინის დერეფნის ბლოკადაზე ისაუბრეს

19 თებერვალი 2023, 11:00 558 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ლაჩინის დერეფანი 70 დღეა ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში არის ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ბუნებრივი აირის კრიზისი.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ლაჩინის დერეფნის ღიად მუშაობაზე, თუმცა ამის მიუხედავად ადგილზე სრულიად განსხვავებული სიტუაციაა.

აღნიშნულ საკითხზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ლაჩინის დერეფანი არის ღია და არ არსებობს ბლოკადა, რადგანაც წითელმა ჯვარმა ათასზე მეტი პაციენტი გაიყვანა მკურნალობისთვის სომხეთში და ილჰამ ალიევის თქმით, როგორ შეიძლება ასეთ მოძრავ სიტუაციას ეწოდოს ბლოკადა, როცა გზა ღიაა.

ასევე ალიევმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა გამშვებ პუნქტთან 2 500 ავტომობილი ნახეს, მათ შორის სატვირთოები, რუსეთის სამხედროები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი