„ხალხის ძალის“ კანონპროექტი

18 თებერვალი 2023, 14:20 672 ნახვა

სხვადასხვა ქვეყნის 40 უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მიმართავს „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების ჰელსინკის კომისია აქვეყნებს.

მიმართვის თანახმად, რომელსაც ხელი 40-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა, აღნიშნული კანონპროექტი „ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას იმეორებს, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას“.

„საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლების კუთხით და ევროკავშირის შეფასება ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად კი არაპარტიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე. 

ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ დემოკრატიის შემცირება გამოიწვია, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი