თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა

18 თებერვალი 2023, 10:58 577 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრიდან მე-13 დღეა და კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები. 278  საათის შემდეგ ნანგრევებიდან 45 წლის კაცი ამოიყვანეს.  გარდაცვლილთა რაოდენობამ კი სტიქიის ზონებში 45 ათასს გადააჭარბა, მათგან 39 672 არის თურქეთში, სირიაში კი 5800 ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე ასევე იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის რამდენიმე ასეული ტრაილერი ჩავიდა სირიაში, დაზარალებულების დასახმარებლად. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 1589 ბავშვი დარჩა მშობლის გარეშე.

წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ არ აქვთ  საშუალება დამასკოდან გააგზავნონ დახმარება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც ამჟამად კონტროლირებადი ზონაა და მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ ადგილზე საერთაშორისო დახმარებას ჩატანას. თურქეთში დაღუპული 1500-ზე მეტი სირიელის ცხედარი ამ დროისთვის უკვე გადაასვენეს სირიაში.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქული სამხედრო გემები საავადმყოფოებად გადაკეთდა, რადგან ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურა კრიზისს განიცდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი