TikTok-მა ქართული ანგარიშები დაბლოკა

17 თებერვალი 2023, 20:06 693 ნახვა

ტიკ-ტოკმა ქართული ანგარიშები დაბლოკა. საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ 18 დეზინფორმაციული ანგარიში წაშალა - ამის შესახებ  ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. დაბლოკილია 18 ანგარიში, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა.

დაბლოკილი ანგარიშებიდან პრორუსული პოზიცია ვრცელდებოდა უკრაინის ომზე, ნათქვამია დოკუმენტში. ადამიანები, რომლებიც სწავლობენ არაავთენტური ანგარიშების ქმედებებს, ამბობენ, რომ ეს არის კრემლის ხელწერა. ისინი ქმნიან ქსელებს სხვა ქვეყნებში და იყენებენ სულ სხვა ქვეყნების სამიზნე აუდიტორიას.  მათი თქმით, ეს არა მხოლოდ TikTok-ის პლატფორმაზე, არამედ სხვა სოციალური ქსელის პლატფორმაზეც ხდება.

აღნიშნავენ, რომ რუსეთი და მისი  დეზინფორმაციული მანქანა ახერხებს სხვადასხვა ქვეყანაში მოკავშირეები გაიჩინონ და შემდეგ იმ ქვეყნებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებში იქონიოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. მათი განმარტებით  TikTok-მა თქვა, რომ გეოგრაფიული ლოკაცია ამ შემთხვევაში  საქართველო იყო და აქედან იმართებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი