ბათუმში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

17 თებერვალი 2023, 13:58 1490 ნახვა

ბათუმში, მეჩეთის მიმდებარედ  მიტოვებული ჩვილი იპოვეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის მაუწყებელს განუმარტეს, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.

ახალშობილი  კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი მეჩეთთან, დაცვის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და ხელმძღვანელს შეატყობინა. მოგვიანებით კი ადგილზე ბათუმის მესამე განყოფილების  თანამშრომლები გამოიძახეს.

მეჩეთის დაცვის უფროსის განცხადებით, ახალშობილს თან ჰქონდა ჩანთა, რომელშიც გამზადებული საკვები და სხვა საჭირო ნივთები ელაგა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში