ანდრო გიორგაძე კარიერას უზბეკურ მუბარეკის „მაშალში“ გააგრძელებს

15 თებერვალი 2023, 20:25 495 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრო გიორგაძე კარიერას უზბეკურ მუბარეკის „მაშალში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 26 წლის ფეხბურთელს 2017-2019 წლების სეზონი უკრაინის უმაღლეს ლიგაში პოლტავას „ვოსკლასა“ და 2020 წლის სეზონში „კარპატის“ რიგებში უთამაშია. უკრაინის პრემიერ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა. ცენტრალურ მცველს ქართულ გუნდებშიც უთამაშია, ის ლოკომოტივის, მერანის, ტორპედოს და სამტრედიის რიგებში გამოდიოდა. ასევე ევრო 2019-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში