თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთში 35 418 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი 5 000-ზე მეტი. თუმცა თურქეთში გადაარჩინეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 200 საათზე მეტხანს იყვნენ. ადიამანში თურქმა მაშველებმა 77 წლის ქალი გადაარჩინეს. 80 წლამდე კაცი ამოიყვანეს ნანგრევებიდან მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ. ვითარება თურქეთსა და სირიაში ვნახოთ რეპორტაჟი.