სანაპიროზე აფეთქებული ნაღმის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს

14 თებერვალი 2023, 19:44 522 ნახვა

როგორ აღმოჩნდა ბათუმში ზღვაში სანაპიროსთან ახლოს საზღვაო ნაღმი, ეს ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული ფაქტის ამსახველი კადრები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია“. თემის დეტალები ვნახოთ მზია მართალიშვილის რეპორტაჟში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი