ფუტსალში, ქალთა ზამთრის თასი ხვალ დაიწყება

14 თებერვალი 2023, 19:13 677 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფუტსალში, ქალთა ზამთრის თასის სადებიუტო სეზონის წილისყრა გაიმართა.

ტურნირი სფფ-ის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 

გათამაშები 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც დასავლეთის და აღმოსავლეთის ჯგუფებში გადანაწილდნენ. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მომდევნო ეტაპზე ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდები გადავლენ. 

ქსკ ბათუმის მეტოქე ელიტა 2  იქნება. ეს მატჩი 15 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება.

დასავლეთის ჯგუფის მატჩები ქუთაისში გაიმართება, ხოლო აღმოსავლეთის ჯგუფი და ფინალი - თბილისში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში