რადიოს მსოფლიო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. „რადიო და მშვიდობა“ – ეს არის 2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს აუდიტორიას.