პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
გარდა ამისა, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ უკრაინის ომში რუსული მხარის უპირატესობაზე ისაუბრა.
„თავისუფლება მიშას" , „ირაკლი რუსო", რუსეთის მარიონეტებო, წადით!" - აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.