თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებისთვის საერთო სამარხები მოაწყვეს

12 თებერვალი 2023, 11:56 539 ნახვა

მიწისძვრის შედეგების გამო, თურქეთში საერთო სამარხები ეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მიწისძვრის შედეგად, რომელმაც თურქეთსა და სირიაში უკვე  28 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ნურდაღის სასაფლაოზე თავისუფალი ადგილები აღარ არის, რის გამოც, დაახლოებით  ხუთმა იმამმა ქალაქში საერთო სასაფლაოების გახსნის შესახებ გამოაცხადეს.

„ხალხის ორმოცი პროცენტი, ვინც აქ ცხოვრობდა, შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. ორშაბათიდან დამარხული ცხედრების თვლა შევწყვიტე. სასაფლაო გავაფართოვეთ. ნანგრევების ქვეშ ხალხი ჯერ კიდევ რჩება. გამოყვანის შემდეგ მათაც დავმარხავთ. მოქალაქეების დახმარებით ცხედრებს გვიან ღამითაც ვმარხავთ”, - თქვა ნურდაღიში მყოფმა ერთ-ერთმა იმამმა

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, საერთო სამარხები ქალაქ ქაჰრამან მარაშის მიდამოებშიც ეწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი