112 საათი უმძიმესი ტრაგედიიდან -თურქეთსა და სირიაში ვითარება კატასტროფულია. მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება. სტიქიის ზონაში შენობები მიწასთანაა გასწორებული. სამწუხაროდ, გაიზარდა გარდაცვლილ ქართველთა რიცხვიც. დღეს დადასტურდა ემიგრაციაში მყოფი კიდევ ერთი ქართველის დაღუპვა. აჭარის მაუწყებელი ამ დროისთვის ქალაქ ადიამანში იმყოფება, სადაც ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. ირინე წუწუნავა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.