ევროპარლამენტის წინაშე ემოციური გამოსვლა და მთავარი გზავნილები ვოლოდიმირ ზელენსკისგან - ამბობს, რომ უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი. ასევე თქვა, რომ კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები თავს იცავენ რუსეთის მხრიდან ისტორიული აგრესიისგან. მადლობა გადაუხადა უკრაინის მოკავშირეებს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის , რომელიც მათ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ გაუწიეს კიევს. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში- თემის დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            