მოსახლეობის მოთხოვნა

03 თებერვალი 2017, 00:00 3690 ნახვა

ბათუმში კერძო სახლის სახურავი მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილმა თოვლის მასამ დააზიანა. ოჯახის მეპატრონეების თქმით, შემთხვევა პირველი არ არის. მათი თქმით მშენებარე კორპუსი უსაფრთხოების ზომების წესების დაცვის გარეშე დაახლოებით 10 წლის წინ აშენდა. რომლის ინვესტორიც რევაზ მიქელაძე იყო. როგორც გუგული შერვაშიძე ამბობს, შენობა თავიდანვე პრობლემური იყო და იგი ექსპლუატაციაში შესული არ არის. ისინი პასუხს და დახმარებას მერიისგან ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე უწყებას არაერთხელ მიმართეს, კონკრეტული პასუხები კი ვერ მიიღეს.


 საკითხს აიპი კორპუსის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს უკვე შესთავაზეს ქირით გასვლა. მისივე ინფორმაციით, კანონის თანახმად სანამ სახლი ექსპლუატაციაში არ შევა უწყების პროგრამაში ვერ იქნება გათვალისწინებული. თუ რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახს მერიასთან არსებული კომისია განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი