საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ თურქეთში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე, საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა სამაშველო სამსახურთან - საგარეო უწყება

07 თებერვალი 2023, 22:01 797 ნახვა

თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების განმარტებით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

„თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი